სარედაქციო ეთიკა

რედაქტორის ფუნქციები და  მოვალეობები:

განვითარების კვლევების  სარედაქციო ჯგუფი იზიარებს  სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ძირითად ღირებულებებს, ხელმძღვანელობს კვლევის, აზროვნების გამოხატვისა და გამოქვეყნების თავისუფლებისა და კვლევის საგამომცემლო ეთიკის  (COPE) პრინცპებით და მის საფუძველზე განსაზღვრავს სარედაქციო პოლიტიკას;

სარედაქციო პოლიტიკის მიხედვით, რედაქტორი, სარედაქციო კოლეგიასთან კონსულტაციის გზით, განსაზღვრავს ჟურნალის მიზნებს, ამოცანებსა და საგამომცემლო პოლიტიკას; რედაქტორი, სარედაქციო კოლეგიასთან ერთად, პასუხისმგებლია ჟურნალის ხარისხზე. მუდმივად ზრუნავს მის განვითარებასა და დახვეწაზე.

 რედაქტორი უზრუნველყოფს შემოსული სტატიების ანტიპლაგიატის პროგრამაში შემოწმებას და რეცენზირებისთვის უგზავნის  დარგის ორ ექსპერტს;

იმ შემთხვევაში თუ პროგრამამ პლაგიატის ფაქტი დაადგინა, რედაქტორი  სტატიის რეცენზირების პროცესზე უარს ამბობს და უბრუნებს ავტორს;  

რედაქტორი ვალდებულია სტატიის გამოქვეყნებაზე თანხმობა ან/და უარი ავტორებს აცნობოს ელქტრონული ფოსტის საშუალებით და წერილს  რეცენზენტთა დასკვნებიც დაურთოს.

ჟურნალის რედაქტორი ვადებულია, შემოსული სტატიებისთვის უზრუნველყოს რეცენზირების პროცესის  მაღალი ხარისხი; რედაქტორი პასუხისმგებელია რეცენზენტის კვალიფიკაციასა და კომპეტენციაზე,  იმ შემთხვევაში თუ ავტორი დასაბუთებელ ეჭვს შეიტანს  რეცენზენტის მიკერძოებულობაში, სარედაქციო ჯგუფი ვალდებულია, სარედაქციო ჯგუფთან კონსულტაციის გზით, გადაწყვიტოს საკითხი- გაააგზავნოს ახალ რეცენზენტთან ან სარედაქციო ბორდის რეკომენდაციით, მიიღოს გამოქვეყნების გადაწყვეტილება;

სარედაქციო ჯგუფი, ნებისმიერი გადაცდომის შემთხვევაში, ვალდებულია, მოიხადოს ბოდიში,   გამოაქვეყნოს ახნა-განმარტება ან  დაზუსტება;

რეცენზირების  საშაულო ხანგრძლივობა  შეადგენს  ორ თვეს;   სტატიები მიიღება წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს.

ჟურნალი გამოიცემა  ყოველი წლის დეკემბერში.

გამოქვეყნებისშემდგომი ცვლილებები
ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკა არ ითვალისწინებს გამოქვეყნების შემდგომ სტატიაში ცვლილებების შეტანას, თუ ის მნიშვნელოვნად ცვლის პირვანდელი სტატიის შინაარსსა და დასკვნებს. 
იმ შემთხვევაში თუ სტატიაში აღმოჩენილ იქნა ტექნიკური ხასითის გადაცდომები, შესაძლებელია, ჟურნალის შემდგომ ნომერს  შესწორების ფურცელი დაერთოს დანართის სახით.