ჟურნალის მიზნები
ჟურნალი „Orbeliani Law Review“ არის სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის (საბაუნის) ოფიციალური, საერთაშორისო, სამეცნიერო, რეფერირებადი და რეცენზირებადი პერიოდული გამოცემა სამართლის მიმართულებით.
ჟურნალის მისიაა სამართლის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მის მიზნებს წარმოადგენს სამეცნიერო ღირებულების მქონე სტატიების გამოქვეყნება და მსოფლიოს ცნობილ მონაცემთა ბაზებში ადგილის დამკვიდრება.
ჟურნალი ყოველწლიური ინგლისურენოვანი გამოცემაა. გამოიცემა როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული ფორმით.
Orbeliani Law Review სარგებლობს ღია წვდომის პოლიტიკით, რაც ნიშნავს, რომ სტატიათა შინაარსის ხელმისაწვდომობას ყოველგვარი საფასურის გარეშე. მომხმარებლებს უფლება აქვთ წაიკითხონ, ჩამოტვირთონ, დააკოპირონ, გაავრცელონ, დაბეჭდონ, მოძებნონ ან გააზირონ სტატიათა სრული ტექსტები, ან გამოიყენონ ისინი ნებისმიერი სხვა კანონიერი მიზნით, გამომცემლის ან ავტორის წინასწარი ნებართვის გარეშე.