ახალი სტატიების მიღება
ჟურნალი Orbeliani Law Review აცხადებს სტატიების მიღებას მომდევნო #3, 2024 წლის ნომრისთვის. სტატიების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 მაისი.
სტატიის წარმოდგენის წესები:
სტატიები უნდა იყოს ინგლისურენოვანი, წარმოადგინდეს ორიგინალურ კვლევას და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ადრე, არც ერთ ენაზე.
სტატია უნდა ეხებოდეს კანონის აქტუალურ პრობლემებს და უნდა გააჩნდეს სამეცნიერო ღირებულება. ჟურნალის რედაქცია მიესალმება ინტერდისციპლინურ კვლევებსაც.
ერთ სტატიას არ უნდა ჰყავდეს ოთხზე მეტი ავტორი.
სტატიის მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 8 და არაუმეტეს 25 გვერდისა. ავტორთა სახელმძღვანელო წესებს დეტალურად გაეცნობით ბმულზე: https://journals.sabauni.edu.ge/index.php/olr/guideline