რეცენზენტებისთვის

ჟურნალის რედაქციაში შემოსულ თითოეულ  სტატიას რედაქტორი  ამოწმებს ანტიპლგიატის პროგრამაში  და   მთავარ რედაქტორთან კონსულტაციის შემდგომ  რეცენზირებისთვის უგზავნის დარგის ორ გარეშე ექსპერტს;

  რეცენზენტს უნდა ჰქონდეთ დოქტორის აკადემიური ხარისხი და სარეცენზიო სტატიის  თემატიკასთან  დაკავშირებულ სფეროში მნიშვნელოვანი გამოქვეყნება;  

შერჩეულმა რეცენზენტმა, რომელიც ჩათვლის, რომ ვერ შეძლებს სტატიის განხილვას, ან ვერ შეძლებს დადგენილ ვადებში რეცენზირებას, ამის შესახებ უნდა  აცნობოს მთავარ რედაქტორს/რედაქტორს სამი დღის ვადაში;

რეცენზირების პროცესი ანონიმურია. სტატიის ავტორმა არ უნდა იცოდეს რეცენზენტის ვინაობა, ხოლო რეცენზენტმა – ავტორის.

რეცენზირების  საშაულო ხანგრძლივობაა  1-დან -4 კვირამდე.

სტატიის შეფასებისას რეცენზენტი ვალდებულია, ისარგებლოს სპეციალური შეფასების ფორმით.

რეცენზირების  შედეგი  შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი.

რეცენზია დადებითა, როდესაც მიმომხილველი:

  • სტატიას აფასებს დადებითად და არ აქვს დამატებითი კომენტარები;
  • სტატიას აფასებს დადებითად და აქვს მცირე ტექნიკური შენიშვნები;
  • სტატიას აფასებს დადებითად და აქვს მცირე შენიშვნები, რომლის გადახედვა ავტორის მიერ შესაძლებელია არაუმეტეს 2 კვირის ვადაში.

მიმოხილვა უარყოფითია, როდესაც მიმომხილველი:

  • სტატიას აფასებს უარყოფითად  და არ უწევს რეკომენდაიცას მის  გამოცემას;
  • ან სტატიას აფასებს უარყოფითად და იძლევა რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინება შესაძლებელია მხოლოდ სტატიის არსებითი მოდიფიკაციით.

რეცენზენტს  შეუძლია ავტორს წერილობით მისცეს ტექნიკური ან სხვა  სახის რეკომენდაციები და/ან შენიშვნები.

სტატია გამოიცემა,  თუ ორივე რეცენზია დადებითია.

ერთ-ერთი უარყოფითი რეცენზიის შემთხვევაში, შენიშვნები ეგზავნება ავტორს. თუ ავტორი არ ეთანხმება  შენიშვნებს, სტატია ეგზავნება მესამე რეცენზენტს. სტატია წარმატებით განიხილება, თუ მესამე რეცენზენტის შეფასება დადებითია.